20 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
უვიზო რეჟიმის პირველი დღე - უვიზო პასპორტებით პირველი რეისი საბერძნეთში შესრულდა

საქართველოს საზღვარი ევროპული ვიზის გარეშე პირველმა პრემიერმინისტრმა, მთავრობის სხვა წევრებმა და სტუდენტებმა გადალახეს. მანამდე გიორგი კვირიკაშვილმა საპასპორტო კონტროლი გაიარა და ქართველი მესაზღვრის შეკითხვებს უპასუხა.

უვიზო პასპორტებით პირველი რეისი თვითმფრინავმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შეასრულა.

ოფიციალური შეხვედრები ქართულმა დელეგაციამ საბერძნეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრით დაიწყო. ალექსის ციპრასმა ქართულ მახარეს უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

საბერძნეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრამდე ქართული დელეგაცია ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციას ასევე დაესწრნენ საქართველოდან წასული სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები. ათენში იმყოფებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებიც.

ათენში ვიზიტის დასრულებამდე ქართულმა დელეგაციამ აკროპოლისი დაათვალიერა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ქართველი მგზავრებით ევროპის კულტურული დედაქალაქიდან პოლიტიკურ დედაქალაქში - ბრიუსელში გაფრინდა.

 

 

დღის ამბები