16 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა უხეშად ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის - ირაკლი კობახიძე

"ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა სამწუხაროდ ჯანსაღი დისკუსიისთვის", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს გამოეხმაურა.

პრემიერის ინფორმაციით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს" სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი.

"სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, ხოლო არასამთავრობოების გამჭვირვალობას კი 80%-ზე მეტი. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ეს ჩემი პირადი აზრია.

ასევე, ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან დისკუსიას. როდესაც პარლამენტში წარიმართებოდა დისკუსია, დებატები კანონთან დაკავშირებით, ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. ასევე, პირადად შევთავაზე დიპლომატებს მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონპროექტის საჯარო განხილვაში, თუმცა სამწუხაროდ არ იყო არავითარი გამოხმაურება.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყოო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა, სამწუხროდ, ჯანსაღი დისკუსიისთვის.

მე, ასევე, ახალგაზრდებს შევთავაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ საჯარო დისკუსიაში, პირდაპირი ეთერის ფორმაში, თუმცა იმავე წამს რადიკალების მიერ დაიწყო ბულინგი ახალგაზრდების მიმართ და ამ პირობებში ვერცერთმა ჯგუფმა ვერ გარისკა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ჩემი შეთავაზება კვლავაც ძალაში რჩება და იმედი მაქვს, რომ ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები