20 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
ვიცით, რომ ეს გამოძიება ვერასდროს დამთავრდება - ზაზა ვეკუა "ბავშვთა სამყაროს" ხანძარზე საუბრობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარე, ზაზა ვეკუა, ფიქრობს, რომ ბავშვთა სამყაროს ხანძრის ბრალეულობა აუცილებლად უნდა დადგინდეს.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი აზრით, 2 თვის განმავლობაში ეს საქმე უნდა გამოძიებულიყო და შესაბამისად, არც კითხვის ნიშნებს გააჩენდა.

„ვიცით, რომ ეს გამოძიება ვერასდროს დამთავრდება, ამ გამოძიებას ვერ დაელოდებიან ეს ადამიანები. იყო საუბარი კიდეც, რომ ბანკებთან ურთიერთობას დღევანდელი ხელისუფლება მოაგვარებდა და ეს ნამდვილად შეეძლო,“ - განაცხადა ზაზა ვეკუამ.

მისი აზრით, დაზარალებულების ზარალის დათვლა სრულიად შესაძლებელია.

„სიები უნდა მოსულიყო, მთელი საკრებულო უნდა ყოფილიყო ჩართული, ვინ იყო ამაში, როგორ იყო და ასე განაწილებულიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკრებულოს სხდომაზე უცბად გავიგეთ, რომ მოხდა საკრებულოს უმრავლესობის შეხვედრა დაზარალებულებთან. მე მაშინ ვთქვი კიდეც, რომ ეს კითხვის ნიშნებს აუცილებლად გააჩენდა და გაურკვეველი იყო, ოპოზიცია რატომ არ დაესწრო ამ შეხვედრას,“ - განაცხადა ზაზა ვეკუამ. 

მისი აზრით, დედაქალაქის მერიას არ უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ბიუჯეტი ხელისუფლებას ეკუთვნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები