09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
ფრანსუა ოლანდი სინაგოგაში მივა

ერთიანობის მარშის დასრულების შემდეგ ფრანსუა ოლანდი პარიზის მთავარ სინაგოგაში მივა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად პატივს მიაგებს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ტერორისტმა ამედი კულიბალიმ სუპერმარკეტში მოკლა.

ამ ტერაქტის გამო ისრაელის პრემიერმა საფრანგეთსა და ევროპაში მყოფ ყველა ებრაელს ისრაელში ემიგრაციისკენ მოუწოდა.

ამ ფონზე ფრანსუა ოლანდი ებრაელებს გაძლიერებულ დაცვას დაჰპირდა. მან ელისეს სასახლეში ებრაული სათვისტომოს ლიდერები მიიღო და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ებრაულ სალოცავებს, რელიგიურ და საზოგადოებრივ ობიექტებს საფრანგეთის ჯარი დაიცავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები