19 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
მთავრობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს - კახა კალაძე

მთავრობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს - ამის შესახებ განცხადება ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა პრემიერმინისტრის მეთაურობით დაესწრება, თუმცა მისთვის უცნობია, როგორი იქნება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი.

„პრეზიდენტთან სადებატო მე ვფიქრობ, არაფერი არ გვაქვს მთავრობას. ზოგადად, გამოსვლას და შინაარსს რაც შეეხება, მე არ მაქვს ინფორმაცია რაზე იქნება საუბარი, ეს ალბათ პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძისგან განსხვავებით, მინისტრთა კაბინეტის ნაწილმა ჯერ არ იცის დაესწრებიან პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას.

„ყველა საკითხი, რასაც შეეხება პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დასწრებას, ვიცით, რომ პრემიერმინისტრი და რამდენიმე მინისტრი დაესწრება. შეიძლება მეც ვიყო ამ შემადგენლობაში, თუმცა საბოლოო კონსულტაცია ჯერ არ გვქონია, ამიტომ დაზუსტებით ვერ გეტყვით. რაც შეეხება დებატების ფორმატს, ჩემი აზრით, აუცილებლობა, რომ დებატები გაიმართოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, არ არსებობს,“-აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში 7 აპრილს მიდის.

დღის ამბები