19 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
შოთა პაკელიანის ადვოკატები პოლიციელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ

შოთა პაკელიანის ადვოკატები იმ სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც დაკავებული ცემაში ადანაშაულებს, გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. დაცვის მხარე ითხოვს, რომ საქმის გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს.

ადვოკატების თქმით, არსებობს ალბათობა, რომ იმ პოლიციელებმა, ვინც პაკელიანმა დაასახელა, მოწმეებსა და საგამოძიებო პროცესზე ზეგავლენა მოახდინონ.

შოთა პაკელიანი, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს, გლდანის მე-8 ციხეში გუშინ დაკითხეს. პროცესი ხუთ საათს გაგრძელდა.

გამომძიებლებს კითხვები ჰქონდათ სწორედ პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.

დღეს პაკელიანის ადვოკატები გეგმავენ მიმართონ მთავარ პროკურატურას და მოითხოვონ კონკრეტული სამართალდამცველებისთვის უფლებამოსილების შეჩერება. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ იმ პოლიციელებს, ვისაც პაკელიანი ცემაში ადანაშაულებს, უმჯობესი იქნება დროებით სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ ან დროებით დაბალ თანამდებობაზე გადაიყვანონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები