19 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
გელა ხვედელიძე ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს (ფოტო)

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, ორი ოპერაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ რუსთავი 2-ს ხვედელიძის ოჯახის წევრებმა განუცხადეს. 

გელა ხვედელიძე ”ნიუ ჰოსპიტალშია” მოთავსებული. კლინიკის მედიკოსების ინფორმაციით, ხვედელიძეს კლინიკიდან 3-5 დღეში გაწერენ, თუმცა როგორც ხვედელიძის მეგობარმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ რუსთავი 2-ს განუცხადა, ხვედელიძე ამ დროისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენებას სამართალდამცველებს ვერ მისცემს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გელა ხვედელიძეს მის საცხოვრებელ სახლთან თარხნიშვილის ქუჩაზე ორი ნიღბიანი თავს დაესხა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები