19 მაისი 2024,   15:53
ვრცლად
IRI თავისი ბოლო სოციოლოგიური კვლევის მონაცემებს აქვეყნებს

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი თავისი ბოლო სოციოლოგიური კვლევის მონაცემებს აქვეყნებს. დოკუმენტი სულ ცოტა ხნის წინ გახდა საჯარო. 

IRI-ის ჩატარებული გამოკითხვა ასახავს რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებულ განწყობებს. ამ საქმესთან დაკავშირებით 2 კითხვაა მოცემული გამოკითხვაში. 

პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ კითხვებში მმართველი გუნდი ლიდერობს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა მოჰყვება. გამოკითხვაში პოლიტიკური ლიდერებიდან საქართველოს პრეზიდენტი 67%-ით ლიდერობს.

ასევე, გამოკითხვა საზოგადოების განწყობას საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ზოგიერთ ნაბიჯებზე ასახავს, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი და გადასახადების გაზრდას.

IRI-ის გამოკითხვაში ქვეყნის განვითარების შესახებაც ჰქონდათ კითხვები, სადაც გამოკითხული მოსახლეობის 65%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებას 58% ნეგატიურად აფასებს.

პრობლემების სამეულში კვლავ არის უმუშევრობა, ეკონომიკური კრიზისი და ტერიტორიული მთლიანობა და კვლავ მაღალია გამოკითხული მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების.

დღის ამბები