03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
უმრავლესობა არასანქცირებული ჩხრეკის შესახებ კანონპროექტში სახიფათოს ვერაფერს ხედავს

პარლამენტი  მიმდინარე კვირას მუშაობას საკომიტეტო რეჟიმში განაახლებს. ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტზე იმსჯელებენ.

დეპუტატები განიხილავენ რამდენიმე სადავო მუხლს, რომელთაგან ერთ-ერთი პოლიციისთვის მოქალაქის ჩხრეკის შეუზღუდავი უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. მმართველი გუნდი ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს, ინიციატივას აკრიტიკებს უმცირესობა.

პროექტის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამართალდამცველებს მოქალაქის ან მისი საკუთრების ჩხრეკის უფლება მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე ექნებათ.

"პუნქტი, რომელიც ყველაზე მეტ კამათს იწვევს, პრაქტიკულად, მასში სახიფათოს და სარისკოს ვერაფერს ვხედავ, მითუმეტეს, რომ ეს პუნქტი რეალურ მდგომარეობას აკორექტირებს, რადგან იყო კანონმდებლობაში გარკვეული ხარვეზები, რომელიც რეალურ საპროცედურო პრაქტიკასთან შესაბამისობაში არ იყო. ამ კანონპროექტით ჩვენ ვცდილობთ დავაკანონოთ ის, რაც საპროცედურო პრაქტიკაში უკვე რამდენიმე წელია მიღებულია,“ - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები