03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
"ხელისუფლება მოქალაქეებზე ზეწოლისთვის გზას იადვილებს," - სერგო რატიანი

ოპოზიციას მიაჩნია, რომ არასანქცირებული ჩხრეკის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული და მისი ინიცირებით, ხელისუფლება მოქალაქეებზე ზეწოლისათვის. „ქართული ოცნების” დეპუტატის გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სერგო რატიანი გამოეხმაურა.

„არასანქცირებული ჩხრეკა, საერთოდ, მიმართულია დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმალური საზოგადოების წინააღმდეგ. იმის მაგივრად, რომ გამკაცრებულიყო ზომები და გადახედილიყო ის ნორმა, გადამოწმებულიყო, თუ რამდენად სანქცირებული და რამდენად სამართლებრივად სწორად იყო გაცემული სანქციები, პირიქით, ისინი იადვილებენ გზას იმისათვის, რომ მოქალაქეებზე მოახდინონ ზეწოლა,” - განაცხადა სერგო რატიანმა.

სამართალდამცველებისთვის არასანქცირებული ჩხრეკის უფლების მინიჭების შესახებ კანონპროექტს დეპუტატები კომიტეტის სხდომებზე განიხილავენ. 

პროექტის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამართალდამცველებს მოქალაქის ან მისი საკუთრების ჩხრეკის უფლება მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე ექნებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები