03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
ამბროლაურში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური გაიხსნა

ამბროლაურში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური გაიხსნა. იგი ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების ფაქტს დაადგენს.

გარდა ამისა, ადგილზე იმუშავებს კრიმინალისტიკური ჯგუფი, რომელიც დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას ჩაატარებს. კრიმინალისტიკური სამსახური აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომელიც დაკავშირებულია ერთიან ბაზასთან.

დაწესებულება რაჭა-ლეჩხუმსის და ქვემო სვანეთის მოსახლეობას, ასევე ონის, ამბროლაურის, ლენტეხი-ცაგერისა და ტყიბულის დანაყოფებს მოემსახურება.

ამ დრომდე მსგავსი უწყება რეგიონში მხოლოდ ქუთაისში ფუნქციონირებდა.

დღის ამბები