03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
მოსამართლეები და ექსპერტები განაჩენის დასაბუთებულობის საკითხებზე მსჯელობენ

თბილისში განაჩენის დასაბუთებულობაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. მოსამართლეები და მოწვეული ექსპერტები „ქორთიარდ მარიოტში” არიან შეკრებილი. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.

კონსტანტინე კუბლაშვილის შეფასებით, ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა პროცესს მუდმივად სჭირდება განვითარება.

„დასაბუთების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ამაღლდება იმიტომ, რომ ბევრი რამე, რაც ჩვენ გავაკეთეთ, პირდაპირ შეუძლიათ მოსამართლეებს გამოიყენონ განაჩენების დაწერის პროცესში. ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს მომავალ წლებშიც, იმიტომ, რომ მუდმივად საჭიროა აქ გადამზადება და გაუმჯობესება ამ მიმართულებით,” - განმარტავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

განაჩენების დასაბუთებულობის პროცედურებში ხარვეზების არსებობას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეც. ზაზა მეიშვილის განმარტებით, ამას არავინ მალავს და სწორედ ამიტომ მუშაობს აღნიშნული ჯგუფი, რადგან ეს მუდმივი პროცესია.

„რაც უფრო მეტად დასაბუთებული იქნება გადაწყვეტილება, უფრო მეტად გასაგები იქნება საზოგადოებისთვის, შესაბამისად, უფრო მეტად მისაღები იქნება ობიექტური ადამიანისთვის. ხარვეზი, ბუნებრივია, არის და ჩვენ ამას არ ვმალავთ და ამისთვის დიდი ხანია ვმუშაობთ,” - განაცხადა ზაზა მეიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები