03 მაისი 2024,   16:56
ვრცლად
მუქარის გზავნილები - ნოვაია გაზეტაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებს საფრთხე ემუქრებათ

რუსეთის ყველაზე ცნობილი გაზეთის ნოვაია გაზეტას ხელმძღვანელობა კრემლისგან თანამშრომელთა დაცვას მოითხოვს. მუქარის გზავნილებს რედაქცია ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა შევიწროვების, მკვლელობისა და მასობრივი დაკავების შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ იღებს.

სტატია პირველ აპრილს დაიბეჭდა, რასაც ჩეჩნეთის პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება მოჰყვა. ერთ-ერთმა მინისტრმა გაზეთის მთავარი რედაქტორისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, სასულიერო პირებმა კი განაცხადეს, რომ ნოვაია გაზეტას სამაგიეროს გადაუხდიან.

რედაქციაში აცხადებენ, რომ ახლა საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტულ ჟურნალისტებს, არამედ გაზეთის ნებისმიერ თანამშრომელს ემუქრება. 

დღის ამბები