03 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
აშშ-ის გემები ჩრდილოეთ კორეის სანაპიროსთან და ფხენიანის მუქარა

ორი ახალი კონტინენტთაშორისი და წყალქვეშა ნავისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტები ფხენიანმა საჯაროდ პირველად წარადგინა. მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჩაატარეს.

ძალის დემონსტრირების პარალელურად, ოფიციალური ფხენიანი დღეს ვაშინგტონს, რეგიონში პროვოკაციული ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ბირთვული შეტევითაც დაემუქრა.

მასშტაბური სამხედრო აღლუმი რესპუბლიკის დამაარსებლის, კიმ ირ სენის, დაბადებიდან 105-ე წლისთავს მიეძღვნა.  

ფხენიანში სავარაუდო სამიზნეებიც დაასახელეს, როგორიცაა მერიკული სამხედრო ბაზები, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენცია და ავიამზიდი კარლ უინსონი. ამ დროისთვის გემები ჩრდილოეთ კორეის სანაპიროდან 500 კილომეტრში დგანან და ავიადარტყმისთვის ხელსაყრელი პოზიციები აქვთ დაკავებული.

ოფიციალური ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმის განხორციელებას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ფხენიანის ლიდერი მორიგ ბირთვულ გამოცდას ჩაატარებს.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი 

დღის ამბები