09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
მსოფლიო ახალი კიბერ შეტევის წინაშე დგას

მსოფლიო ახალი კიბერ ჯიჰადის შეტევის წინაშე დგას. ისლამური სახელმწიფოს ჰაკერებმა იერიში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრზე მიიტანეს. გატეხილია მათი სოციალური ქსელების ანგარიშები, Twitter-ი და youtube-ი, თუმცა საიდუმლო ინფორმაცია ხელუხლებელია.

ალაჰის სახელით, რომელიც ყველაზე მოწყალეა! კიბერ ხალიფატი აგრძელებს თავის კიბერ ჯიჰადს", "ამერიკელო სამხედროებო, ჩვენ მოვდივართ, ფრთხილად იყავით" – ამ შინაარსის შეტყობინებები ტერორისტებმა თავდაცვის უწყების Twitter -ზე დატოვეს. მომხდართან დაკავშირებით განცხადება თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ კიბერ თავდასხმის ფაქტი ამჟამად შესწავლის პროცესშია.

 

დღის ამბები