09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბერლინში შეთანხმების გარეშე დასრულდა

4 საათიანი დახურული შეხვედრა ბერლინში, რომელიც უკრაინის კრიზისის მოგვარების გზებს ეხებოდა, ისევ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხოლოდ პოზიციები გაცვალეს. შეხვედრის მიზანი იყო იმ კონკრეტულ საკითხების მომზადება, რომელიც ამ კვირაში ყაზახეთში დაგეგმილ სამიტზე ამ ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე უნდა განხილულიყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მინისტრები იყვნენ ძალიან გახსნილები საუბრისას, თუმცა შეთანხმება კონკრეტულ საკითხებზე ვერ შეძლეს.

ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერის განცხადებით, თუ კი მიმდინარე დღეებში მოხდება პოზიციათა შეჯერება, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან ერთმანეთს კიდევ შეხვდნენ.

უკრაინის აღმოსავლეთში კი ისევ ისმის აფეთქებების ხმა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სეპარატიტები ძალების მობილიზებას აგრძელებენ.

დღის ამბები