09 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და 84 დაშავებული - ინციდენტი ვაშინგტონის მეტროში

ვაშინგტონის მეტროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთ სადგურზე მატარებლის ვაგონში კვამლი დადგა, რის გამოც მეტროში ავარიული სიგნალები ჩაირთო.

ინციდენტის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, საავადმყოფოში კი სულ 84 ადამიანია გადაყვანილი. 

კვამლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს.

დღის ამბები