03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
აქცია ზესტაფონში - რას ითხოვენ მუშები?

ტყიბულის და ჭიათურის მაღაროებისა და ზესტაფონონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები შრომის კანონმდებლობაში დამატებითი ცვლილებების შეტანას, შრომის დაცვის ინსპექციის შექმნას და შრომის უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების დანერგვას ითხოვენ.

ამ მოთხოვნებით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ქარხნის 70-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.  

აქცია მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

დღის ამბები