03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
დავით ნარმანია ტროტუარებზე მანქანების გაჩერების აკრძალვის შემოღებას ფიქრობს

მერის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში ტროტუარებზე მანქანების გაჩერება აიკრძალება.

ამ თემაზე თბილისის მერიაში ფეხით მოსიარულეთა პრობლემებზე მომუშავე კომისია მსჯელობს.

ინიციატივა დღეს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, გაახმაურა და შესაბამის სამსახურებს ამ თემის დეტალური შესწავლა დაავალა.

დავით ნარმანიამ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს იმ ქუჩების შესახებ დაავალა ინფორმაციის შეგროვება, სადაც ქვეითებს გადაადგილება ყველაზე მეტად უჭირთ.

მერის ინიციატივას ნაჩქარევ გადაწყვეტილებად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათი განცხადებით, თბილისის მთავრობამ მძღოლებს ჯერ პარკინგისათვის საჭირო ალტერნატიული ფართები უნდა გამოუყოს და მხოლოდ ამის შემდეგ აკრძალოს ტროტუარების გამოყენება.

თბილისის მერია მძღოლებისთვის მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას გეგმავს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქუჩებზე მოხდება მძღოლებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება.

ამავე თემაზე
დღის ამბები