03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს თბილისში "ქართუ" ააშენებს

ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე გამართული კამათის ფონზე ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების ინიციატივით ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ გამოვიდა.

მცირე ინფორმაციული განაცხადის გარდა, დამატებით დეტალებს ფონდის ხელმძღვანელობა ჯერ არ ამხელს. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ თემაზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. მათ შორის თბილისის მერთან და განათლების მინისტრთანაც.

დავით ნარმანია საუბრობს თბილისში უნივერსიტეტისთვის ადგილის გამოყოფაზე. განათლების მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, ჯერ უცნობია, სად აშენდება ახალი შენობა და ვინ იქნებიან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორები.

ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს კი ეკონომიკის სამინისტრო აუქციონით ყიდის. ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსა და ორ ინვესტორს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი. როგორც ცნობილია, ინვესტორის შემოთავაზებული ფასია 25 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. 

მისი გაუქმების შესახებ ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ პრემიერ- მინისტრობის დროს საუბრობდა. იყო ვერსიაც, რომ უნივერსიტეტი თბილისში პრეზიდენტის სასახლეში გადაეტანათ. ამჯერად კი განხცადებები ახალი შენობის მშენებლობაზე კეთდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები