09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
უკრაინაში საყოველთაო მობილიზაციის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა

უკრაინის პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.

ქვეყნის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებას. ეს გადაწყვეტილება პოროშენკომ იმ თავდასხმის შემდეგ მიიღო, რომელსაც 12 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

პარალელურად ბრძოლები განახლდა ქვეყნის აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქში. დროებითი ზავი დასრულებულია. პრორუსმა მებრძოლებმა ტანკებითა და სარაკეტო დანადგარებით გახსნეს ცეცხლი აეროპორტში განლაგებულ სამთავრობო ძალებზე.

დასავლეთი მხარეებს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ბოლო 12 საათის განმავლობაში განხორციელებული იერიშები დაგმეს ეუთომ და გაერომ. უკრაინის საკითხი განიხილეს ნატოს გენერალურმა მდივანმა და გერმანიის კანცლერმა. ლიდერებმა მოსკოვს სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტა მოსთხოვეს.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ალაპარაკდა. შესაბამისი რეზოლუციის განხილვას ევროპარლამენტი ხვალ აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები