03 მაისი 2024,   16:34
ვრცლად
ინციდენტი ოზურგეთში - დაშავებული 2 პოლიციელი და 3 დაკავებული პირი

ინციდენტი ოზურგეთში. დაშავებულია 2 პოლიციელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 პირი კი დააკავეს. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბილიარდოში, გვიან ღამით მოხდა.

მთელი ღამის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორთან, სადაც დაკავებულები გადაიყვანეს, მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ინცინდენტი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის, ბილიარდის თამაშის დროს მოხდა.

ახალგაზრდების ახლობლების მტკიცებით, პოლიციელები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდები პოლიციელებმა დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც სცემეს.

ბრალდებებს არ იზიარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების ინფორმაციით, 2 სამართალდამცველი შენობაში მას შემდეგ შევიდა, რაც ხმაური და დაპირისპირების ხმა გაიგონეს. პოლიციამ ახალგაზრდებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ინციდენტი მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 253-ე მუხლით დაიწყო, რაც წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძლადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ გულისხმობს.

დღის ამბები