09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
აშშ "ალ-ქაიდას" მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ნამდვილობას ადასტურებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ "ალ ქაიდას" მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ნამდვილია.

საქმე ეხება იმ ჩანაწერს, სადაც "შარლი ებდოს" ტერაქტზე პასუხისმგებლობას "ალ ქაიდას" არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი დაჯგუფება იღებს.

ვაშინგტონი გავრცელებული მასალის შესწავლას განაგრძობს.

საფრანგეთის 300-მდე ქალაქში კი, ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.

პარიზში დღეს უსაფრთხოების კუთხით ყველაზე ფართო მასშტაბიანი მობილიზაცია გამოცხადდება, რომელშიც 6000-მდე სამხედრო იქნება ჩართული. განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა მედიასაშუალებების ოფისები, მეტროსადგურები, სინაგოგები და ებრაული სკოლები.

დღის ამბები