09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
პროტესტი სომხეთში რუსეთის წინააღმდეგ

სომხეთის ქალაქ გიუმრიში დღეს მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

ადგილობრივები იმ რუსი სამხედროს გადაცემას ითხოვენ, რომელიც ავეტისიანების 6-კაციანი ოჯახის ამოხოცვაშია ეჭვმიტანილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ გიუმრის 102-ე ბაზაზე უკვე დაასრულა ფაქტების შესწავლის პროცესი. თუმცა ეჭვმიტანილი ვალერი პერმიაკოვი ამ დრომდე ბაზაზე რჩება. რუსული მხარე მისი გადაცემას სომხეთისთვის არ აპირებს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აქციების საშუალებით მოითხოვს.

ანალოგიური აქცია გუშინ ერევანშიც გაიმართა. 

დღის ამბები