09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
მოგერინი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ევროკავშრის ქვეყნებს სთავაზობს, რუსეთთან ეკონომიკური, სავაჭრო, გლობალური დიპლომატიისა და სხვა სახის კონტაქტების აღდგენას, თუ მოსკოვი უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის თანმიმდევრულ ნაბიჯებს გადადგამს.

ამის შესახებ იმ საგანგებო წერილშია აღნიშნული, რომელიც ფედერიკა მოგერინის სახელით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს უკვე დაეგზავნა.

მომავალ კვირას ბრიუსელში გაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობა ხელახლა გადაიხედოს ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა ირანის, სირიის, ჩრდილოეთ კორეისა და სხვა გლობალური პრობლემები. 

დღის ამბები