09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
ევროკავშირი "გაზპრომის" გეგმებით გაკვირვებულია

ევროკავშირი გაკვირვებულია „გაზპრომის” გადაწყვეტილებით, შეცვალოს ევროპაში გაზის ტრანსპორტირების მარშრუტი.

ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროს შეფჩოვიშმა, რომელიც ენერგეტიკულ საკითხებს კურირებს, განცხადება „გაზპრომის” ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „გაზპრომის,” როგორც მიმწოდებლის რეპუტაციას დიდ ზიანს მიაყენებს.

მისივე თქმით, ეს ცვლილება ეკონომიკურად მიზანშეწონილი არ არის.

რუსულმა მხარემ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ ის უკრაინას თურქეთით სრულად  ჩაანაცვლებდა. „გაზპრომი” გეგმავს 63 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატანას ევროპაში ახალი მარშრუტით, შავი ზღვიდან, უკრაინის ნაცვლად, თურქეთის გავლით.

„ძალიან გაკვირვებული ვარ,” - განაცხადა შეფჩოვიჩმა მილერის განცხადების შემდეგ და დასძინა, რომ უკრაინის გვერდის ავლით თურქული მარშრუტი ევროკავშირის გაზის სისტემისთვის მოსახერხებელი არ არის. 

 

დღის ამბები