09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ოქსფორდში გაჩენილ ხანძრებს პოლიცია ტერაქტის კვალიფიკაციას არ აძლევს

დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის საგრაფოს ქალაქ ოქსფორდშირში ადგილობრივი საბჭოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის განზრახ გაჩენის კიდევ ორი შემთხვევა მოხდა ამავე რეგიონში, რომელსაც პოლიცია ერთმანეთს უკავშირებს, თუმცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას არ აძლევს.

ყველაზე დიდი ხანძარი სწორედ სამხრეთ ოქსფორდშირის სამხარეო საბჭოს შენობას გამთენიისას გაუჩნდა და დაახლოებით, ხუთი მილის რადიუსში ცეცხლი კიდევ ორ ადგილას გაჩნდა. სარიტუალო დაწესებულებაში აფეთქების ხმაც კი გაისმა. კიდევ ერთ შენობას კი ჩალის სახურავი დაეწვა. მოგვიანებით სახურავი ჩამოინგრა კიდეც.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საბჭოს შენობაში, სავარაუდოდ, საწვავით დატვირთული კონტეინერები შეიტანეს და ააფეთქეს.

დაწესებულებაში ოთხასი ადამიანი მუშაობს. შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. 

მომხდარ ფაქტებზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები