03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
სომხეთში რუსულ ბაზაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთში, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბაზასთან ადგილობრივი მოსახლეობის აქციები არ წყდება ერთ მოთხოვნით, სომხურ მხარეს გადაეცეს ვალერი პერმიაკოვი, რომელმაც სამი დღის წინ ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი დახოცა. მათ შორის არასრულწლოვანი გოგონაც. დაღუპულები გიუმრიში დღეს დაკრძალეს.

ქალაქში კი რუსულ დროშებს თელავენ და რუსეთის საკონსულოს კვერცხებს უშენენ. მკვლელი ჯარისკაცი რუსულ ბაზაზე გაასამართლეს და შესაბამისად მოსკოვის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. აქციები დღეს უკვე ერევანშიც დაიწყო. პერმიაკოვის გადაცემის მოთხოვნით სომხები პრეზიდენტის სასახლეთან შეიკრიბნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები