26 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
კობახიძე რაქვიაშვილის განცხადებას აკრიტიკებს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველო ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკაა, რის ერთადერთ მაგალითად პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი მოჰყავთ. ამის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას შესაფერის ვარიანტად ასახელებს.

ირაკლი კობახიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, დავით რაქვიაშვილის, კომენტარს კრიტიკულად ეხმიანება, რომლის თქმითაც, მოქმედი კონსტიტუციით, მხოლოდ პრეზიდენტია უფლებამოსილი, შეირაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

პარლამენტის თავმჯდომარე ფუნქციების და მოვალეობების მსგავსად არევის თავიდან არიდების მიზნით, არაპირდაპირი არჩევნების შემოღებას გამოსავლად ხედავს და აცხადებს, რომ კომპეტენციების არევა პირდაპირი წესით არჩევის გამო ხდება.  

პარლამენტის თავმჯდომარეს აინტერესებს, რა კომენტარებს გააკეთებენ ოპოზიციაში, როდესაც ვენეციის კომისიაში მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ სისტემას სამართლიანად მიიჩნევენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები