09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
19 ათასი გატეხილი ვებგვერდი - კიბერშეტევა საფრანგეთზე

გასული კვირის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთი ამჯერად კიბერშეტევების ობიექტი გახდა.

ისლამისტმა ჰაკერებმა 19 ათასამდე სამოქალაქო ვებგვერდს შეუტიეს. მსგავსი მასშტაბის ჰაკერული თავდასხმა ფრანგულ საიტებზე პირველად განხორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საიტები შერჩეული არ ყოფილა თემატიკის მიხედვით, რადგან თავდასხმის ობიექტები გახდა, როგორც ტურისტული, ისე სამხედრო თემატიკის ვებგვერდები.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა საფრანგეთის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი მასშტაბის კიბერდანაშაული საფრანგეთში არ მომხდარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები