09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ალექსანდრე ნავალნის მხარდასაჭერი აქცია დაკავებებით დასრულდა

ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქცია მოსკოვის ცენტრში დემონსტრანტების დაკავებით დასრულდა. მანამდე კი დემონსტრანტებს ხელისუფლების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის აქცია არასანქცირებული იყო და დემონსტრანტები მათი ლიდერის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით ოპოზიციის აქციაზე ხელისუფლების მხარდამჭერები გამოჩნდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მოსკოვში უკრაინულ მაიდანს არ დაუშვებენ.

დემონტრანტებს  აქციის ბოლომდე ჩატარების საშუალება პოლიციამაც არ მისცა და ნავალნის ათამდე მომხრეც დააკავა. 

ალექსეი ნავალნი რუსმა სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს. მას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები