03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
თბილისის დასახლება, სადაც არც გზაა და არც კანალიზაცია

გიორგიწმინდის მოსახლეობას კანალიზაციის სისტემის არარსებობა და უგზოობა აწუხებს. ცუდი გზების გამო გიორგიწმინდაში ასვლაზე უკვე საქალაქო ტრანსპორტიც უარს ამბობს და ცუდ ამინდში სასწრაფოც ვერ მიდის. ამის გამო მოსახლეობას რამდენიმე კილომეტრიანი დაზიანებული გზის გავლა ფეხით უწევს. პრობლემის მოსაგვარებლად გიორგიწმინდელებს შესაბამისი ორგანოებისთვის არაერთხელ მიუმართავთ, თუმცა პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესებულა.

გიორგიწიმნდას დასახლება თბილისს 2007 წელს შემოუერთეს, ის დედაქალაქის მერიის მმართველობის ქვეშ მყოფი სოფელ გლდანის მეშვიდე მიკრო-რაიონს ეკუთვნის. როდის მოგვარდება კანალიზაციისა და გზის პრობლემა გიორგიწმინდაში, რაიონულ გამგეობაში ზუსტად არ იციან.

დღის ამბები