09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
საფრანგეთში, რეიდების შედეგად, 12 პირი დააკავეს

საფრანგეთში გასულ კვირას მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით სპეცსამსახურებმა 12 პირი დააკავეს. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ეჭვმიტანილებს კავშირი ჰქონოდათ „შარლი ებდოს” რედაქციაზე მომხდარ თავდასხმასთან ლოგისტიკური მხარდაჭერის აღმოჩენით, როგორიცაა თავდამსხმელების ავტომობილებით ან იარაღით უზრუნველყოფა.

რეიდები ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.

დღესვე პარიზის ერთ-ერთ რკინიგზის სადგურში განგაში გამოცხადდა. სადგურში აღმოჩენილი საეჭვო პაკეტის გამო სადგურიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

პარალელურად, გერმანელმა სამართალდამცველებმა დღეს ჩატარებული რეიდის შედეგად ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. 

ძალოვანთა განმარტებით, ერთ-ერთი დაკავებული თურქებისა და რუსების ექსტრემისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობაშია ეჭვმიტანილი. ისინი, სავარაუდოდ, სირიის სახელმწიფოზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. გამოძიება გერმანიის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის მზადებას გამორიცხავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები