22 იანვარი 2022,   12:39
ვრცლად
ჯერ გარედან იყო სროლის ხმა, მერე ტყვია საწოლს მოხვდა და პოლიციაში რომ ვრეკავდი, კიდევ ისმოდა - თვითმხილველი სეფსისის ცენტრში მომხდარს იხსენებს

"ჯერ გარედან იყო სროლის ხმა, მერე ტყვია საწოლს მოხვდა და პოლიციაში რომ ვრეკავდი, კიდევ ისმოდა სროლის ხმა," - ასე იხსენებს რუსთავი2-თან საუბრისას წუხელ სეფსისის ცენტრში მომხდარს ერთ-ერთი  თვითმხილველი. 

როგორც ის ამბობს, ამჟამდ ის საავადმყოფოში მკურნალობს და პალატაში მასთან ერთად კიდევ 2 პაციენტი იმყოფებოდა, როდესაც ტყვიები ჯერ  პალატის ფანჯარას მოხვდა და შემდეგ ერთი ტყვია ერთ-ერთი პაციენტის საწოლს. 

"ღამის 11 საათი იქნებოდა, სროლის ხმა რომ გავიგეთ. ჯერ გარედან ისმოდა, მერე ფანჯრების გასკდომის ხმა იყო, რამდენიმე ტყვია მოხვდა ჩვენს ფანჯარას და მერე ერთი ტყვია უკვე ერთ-ერთის საწოლს. ბეწვზეა გადარჩენილი. სროლის ხმაზე  მაშინვე ძირს დავწექით და რომ გაგრძელდა, მერე გარეთ გავხოხდი დაწოლილი, ყველაზე ახლოს მე ვიყავი კარებთან და  112-ში დავრეკე, რომ ველაპარაკებოდი, ამ დროსაც ისმოდა სროლის ხმა. ჩვენი პალატა კორპუსის ბოლოა და პირდაპირ უყურებს საცხოვრებელ კორპუსს და, როგორც ჩანს, იქიდან იყო სროლა," - ამბობს თვითმხილველი და დასძენს, რომ სროლამდე რამდენიმე წუთით ადრე პაციენტები ფეხზე იყვნენ და ფანჯარასთან მოძრაობდნენ და დიდი შანსია, სროლა რამდენიმე წუთით ადრე რომ მომხდარიყო, მათ მოხვდებოდათ. 

მისი თქმით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე ძალიან მალე მივიდა. სავარაუდოდ, საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მთვრალმა ადამიანმა ისროლა. თუმცა, მიზეზი უცნობია.

საავადმყოფოში ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.

შსს-ს ინფორმაციით კი, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისმხობს. 

 

დღის ამბები