09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
გიუმრიში მომხდარზე სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა

გიუმრიში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართალის საქმე აღძრა. გამოძიება ძალის გამოყენებისა და ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა სამართალდამცველებს ამ დროდე არავინ დაუკავებიათ.

მასშტაბური შეტაკებები ერევანსა და გიუმრიში ორი დღის წინ მოხდა. აქციის მონაწილეები ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცის გადაცემას მოითხოვდნენ.

ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ რუსი სამხედრო სომხეთში უნდა გასამართლდეს, სადაც მას 20 წლამდე პატიმრობა ელის.

რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხს, გიუმრის მერი აცხადებს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს და არ შეიძლება, მსგვავს შემთხვევებს სომხეთ–რუსეთის ურთიერთობა მსხვერპლად შესწირონ.

დღის ამბები