09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
გიუმრიში დაღუპულებს საქართველოს საგარეო უწყება სამძიმარს უცხადებს

გიუმრიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღონიამ, გარდაცვლილებს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

„ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახს და მათ ახლობლებს. იმედი გვაქვს, რომ გადარჩენილი 7 თვის ბავშვი გადარჩება. გვინდა, გვჯეროდეს, რომ მართლმსაჯულება იზეიმებს და დამნაშავე საკადრისად იქნება დასჯილი,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღონიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები