09 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
რადიკალი ისლამისტები გერმანიაში მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავენ

რადიკალი ისლამისტები გერმანიაში მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავენ.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სპეცსამსახურს ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა მიაწოდა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმების სამიზნე, შესაძლოა, ბერლინსა და დრეზდენში მდებარე რკინიგზის სადგურები გახდეს.

ისლამისტების მიმოწერით ირკვევა ისიც, რომ რადიკალები ტერაქტის მოწყობას დრეზდენში ისლამიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზეც გეგმავდნენ.

მოსალოდნელი თავდასხმების გამო ქვეყანაში დაცვა უკვე გააძლიერეს.

უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაშიც, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ ქუჩაში 300–მდე სამხედროც გაიყვანეს.

დღის ამბები