26 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილე ყურადღებას თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე ამახვილებს

ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიულერი, ექსკლუზიურად რუსთავი 2-თან ქვეყანისთვის კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ ნატო საერთაშორისო სამართალს დიდ პატივს სცემს.

ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავისუფალი მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კანონის უზენაესობის დაცვისას.   

„ნატო მხარს უჭერს კანონის უზენაესობას, რადგან ის არის ძლიერი ასპექტი. ჩვენ კი როგორც ორგანიზაცია პატივს ვცემთ კანონის უზენაესობასაც და საერთაშირისო სამართალსაც. პროგრესისა და განვითარებისთვის ქვეყნებს სჭირდებათ გააცნობიერონ, რომ აუცილებელია, კანონის უზენაესობის სათანადოდ დაცვა და სხვა ნორმების შესრულებაც. რა თქმა უნდა, თავისუფალი მედია ამ პრინციპების განუყოფელი ასპექტია,“ - აცხადებს როუზ გოტმიულერი.

როუზ გოტმიულერი საქართველოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ესტუმრა. ასამბლეის დღეებში, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტს დაესწრო. 

დღის ამბები