09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ტერორისტი საიდ კოაში საფრანგეთში დაკრძალეს

საიდ კოაში, რომელიც ერთ–ერთია ჟურნალ "Charlie Hebdo"-ს თავდამსხმელებს შორის, საფრანგეთში ფარულად დაკრძალეს. გავრცელებული ცნობით, ტერორისტი ქალაქ რეიმსში დაასაფლავეს, სადაც ის პარიზში მოწყობილ თავდასხმამდე ცხოვრობდა.

ქალაქის მერის განცხადებით, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ტერორისტის რეიმსში დაკრძალვას, რადგან შიშობდა, რომ საფლავზე ფანატიკოსები დაიწყებდნენ შეკრებას.

პარალელურად საფრანგეთის მოსახლეობას ერთიანობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა ფრანსუა ოლანდმა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ეწინააღმდეგება იმ ადამიანებს, რომლებსაც რელიგიური ომის გაღვივება სურთ.

დღის ამბები