09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
სროლა აშშ-ში - 2 დაღუპული და ერთი დაშავებული

სროლა ფლორიდის ქალაქ მელბურნში. შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გახსნა.

თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელმა მომხდარის შემდეგ თავი მოიკლა.

გამოძიების ცნობით, დაღუპულთაგან ერთ დამნაშავის მეუღლეა, მეორე კი სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი.

დღის ამბები