09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
პოლიციაზე თავდასხმის შედეგად 2 სამართალდამცველი მძიმედ დაიჭრა

კანადაში სამართალდამცველებს დაესხნენ თავს. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი იმ დროს გახსნა, როდესაც პოლიციელები ქალაქ სენტ–ალბერტში მოპარულ მანქანას ეძებდნენ.

სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა ორი სამართალდამცველი. გამომძიებლებმა მალევე დაადგინეს თავდამსხმელის ადგილსამყოფელი და საცხოვრებელი სახლი ალყაში მოაქციეს, თუმცა საბოლოოდ მათ ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველები ამ დროისთვის მისი ვინაობის დადგენას ცდილობენ. 

დღის ამბები