09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრს კვერცხები და ფეხსაცმელი ესროლეს

პალესტინაში ჩასულ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს ადგილობრივმა მოსახლეობამ კვერცხები და ფეხსაცმელები ესროლა. მინისტრი რამალაში პალესტინელ კოლეგასთან შესახვედრად ჩავიდა.

ამის შესახებ AP იუწყება.

კვერცხები მინისტრის ავტომობილს მოხვდა. თუმცა, თავად ის არ დაშავებულა.

ხალხმა აგრესიული დამოკიდებულება მინისტრის მიმართ მოლაპარაკებების შემდეგ გამოხატა, როდესაც ის შენობას ტოვებდა.

ანტიკანადურ აქციაში 10 ადამიანი მონაწილეობდა.

დღის ამბები