09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
რუსეთი კონფლიქტში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს

უკრაინაში არსებულ ვითარებას ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სერგეი ლავროვის უწყება კონფლიქტის ესკალაციაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს და მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი მზადაა ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანოს.

"მიუხედავად არსებული სადავო საკითხებისა, რუსეთი მხარს უჭერს მძიმე შეიარაღების გაყვანას ურთიერთშეხების ზონიდან იმ კოორდინატების შესაბამისად, რასაც ითხოვს უკრაინული მხარე. ამასთან, რუსეთის მხარე მზადაა, გამოიყენოს თავისი გავლენა და დაარწმუნოს აჯანყებულები, რომ მიიღონ ეს შეთავაზება, როგორც კეთილი ნების გამოხატულება, რათა არ გაიზარდოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში," - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

დღის ამბები