09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
დონეცკში დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა

დონეცკში საცხოვრებელი სახლების დაბომბვას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მათ შორის არიან ბავშვები 16 და 7 წლის ძმები, ასევე გარდაცვლილია ახალგაზდრა ქალი.

დაძაბულობის მთავარ კერად დონეცკის აეროპორტი რჩება. ანტი–ტერორისტული ოპერაციის ცენტრის ინფორმაციით, უკრაინის ძალები მთლიანად აკონტროლებენ დონეცკის აეროპორტს.

სეპარატისტების ლიდერები კი ამტკიცებენ, რომ უკრაინული ჯარის ყველა შეტევა მოიგერიეს.

საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უკრაინული მხარე რუსეთს მინსკის ვალდებულებების შესრულების გრაფიკზე ხელმოწერას და დღეიდან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს.

უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარებით და მსხვერპლით მშვიდობიან მოსახლეობას შორის, შეშფოთებულია გაეროს გენერალური მდივანი. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში პან გი მუნი მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები