09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ქართველები უკრაინაში მათი თანამებრძოლის დაღუპვას ადასტურებენ

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ადასტურებენ გარდაცვლილის თანამებრძოლები. მათი ინფორმაციით, 37 წლის ქართველი დონეცკთან ახლოს მიმდინარე ოპერაციის დროს დაიღუპა.

მათივე ცნობით დაჭრილია ასევე საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"საკმაოდ მძიმე ბრძოლებია, ძირითადად მიდის მძიმე არტილერიით დაბომბვა ჩვენი და უკრაინელების პოზიციების. გარდაცვლილია ერთი ქართველი. ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ პოზიციაზე ფრონტის ხაზის და ეხლაც შეიძლება დაბომბვის ხმა გაიგოთ," - განაცხადა "რუსთავი2-თან" ინტერვიუში ქართველმა მებრძოლმა, მამუკა მამულაშვილმა.

რაც შეეხება გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებას, როგორც საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, ეს უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი. დიპლომატიური მისია უკრაინის შესაბამისი უწყებებისგან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ დასტურს ელოდება. 

 

დღის ამბები