09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
რუსების მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქი დებალცევო

დონეცკის აეროპორტს კვლავ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. აეროპორტიდან კი უკვე გამოიყვანეს დაჭრილები და დაშავებულები. 

სამდღიან ბრძოლებს სამხედროების გარდა მსხვერპლი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც მოჰყვა. გავრცელებული ცნობით დაიღუპა 3 ადამიანი-ერთი მამაკაცი და ორი ბავშვი. 

გუშინ კი დონეცკის შემდეგ პრორუსი მებრძოლების სამიზნე ქალაქი დებალცევო გახდა.

სეპარატისტების მიერ გასროლილი ჭურვები ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ სახლებს დაეცა. დაიღუპა 12 წლის ბიჭი მამასთან ერთად.

10 დაშავებული საავადმყოფოში მოათვსეს. ექიმები 8 წლის გოგონას გადარჩენას ცდილობენ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. პრორუსი მებრძოლების იერიშები გახშირდა გორლოვკაშიც, სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში სამი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაიჭრა.

სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ დონეცკის აეროპორტთან ახლოს მდებარე სოფელი–პესკი აიღეს. 

 

დღის ამბები