09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
ჩეჩნებმა გრანდიოზული აქციით მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების დაბეჭვდა გააპროტესტეს

ჩეჩნები მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების დაბეჭდვას აპროტესტებენ. მასშტაბური აქცია გროზნოს ცენტრში გაიმართა. დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკის ლიდერიც.

რამზან კადიროვის თქმით, არავის მისცემენ ისლამის შეურაცხყოფის უფლებას. აქციის გამო დღევანდელი დღე ჩეჩნეთში უქმედ გამოცხადდა. ანალოგიური აქცია გუშინ ინგუშეთშიც გაიმართა.

დღის ამბები