17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
"არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს" - სოზარ სუბარი

სოზარ სუბარის სკანდალური განცხადება ბირჟა მაფიის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ამბობს, რომ "არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს".

სოზარ სუბარის ვარაუდით, რეპერების მიერ გავრცელებული კლიპი და მათი დაკავება ერთმანეთს უკავშირდება.

"როდესაც ამ კლიპის გამოსვლიდან მესამე თუ მეოთხე დღეს ამ ბიჭებს იჭერენ  ნარკოტიკით ჯიბეში, ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ამ კლიპსა და მათ დაჭერას შორის არის კავშირი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავს მუქარას თუ ა.შ. ქონდა ადგილი, ეს დაშვების დონეზე, მითუმეტეს, ამ დაშვებას ამტკიცებს ისიც, რომ პროკურატურა რადგან საქმე არ შეწყვიტა ამ ბიჭების მიმართ, ჯერ იმიტომ, რომ არ ვიცით, მართლაც ქონდათ თუ არა, მაგრამ, აღძვრა მეორე საქმეა ამის პარალელურად, რომელიც არის პოლიციელების წინააღმდეგ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ლეგიტიმურო ეჭვი, რომ შეიძლებოდა ამ ბიჭებს მართლა ჩაუდეს, სიტყვა ჩაუდეს არა იურიდიული ტერმინია, მაგრამ მაინც, ჩაუდეს ნარკოტიკი, არსებობს,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.  

დღის ამბები