03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ფრანგული გამოცემის სარედაქციო პოლიტიკა პანკისელებმა სოფელ დუისში გააპროტესტეს

ფრანგული გამოცემის სარედაქციო პოლიტიკა პანკისელებმა სოფელ დუისში გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები აქ ხეობის თითქმის ყველა სოფლიდან შეიკრიბნენ. მათი მთავარი გზავნილი ”შარლი ებდოს” მისამართით, ჟურნალის მიერ მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების გავრცელების შეწყვეტა იყო.

„ადამიანების ხოცვას ჩვენ არ ვემხრობით რა თქმა უნდა, ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ შეწყდეს ჩვენი მოციქულის შეურაცხყოფა, არ გვინდა, რომ დამცინავი კარიკატურები ქვეყნდებოდეს.“- აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეები დღეს განმარტავდნენ, რომ ფრანგული ჟურნალი სიტყვის თავისუფლებას არასწორად იყენებს და მის მიერ გავრცელებული მასალები რელიგიას შეურაცხყოფს.

„შარლი ებდოს“ გამოცემის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გავრცელებას უახლოეს დღეებში ადგილობრივი უხუცესთა საბჭოც აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები