09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი გაიზარდა

პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი გაიზარდა. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ფრანსუა ოლანდის პოპულარობამ, რომელიც აქამდე რეკორდულად დაბალი იყო, 21 პუნქტით მოიმატა და 40 % შეადგინა. ექსპერტების შეფასებით, შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობა კრიზისის პერიოდში ქვეყნის ლიდერის მუშაობით კმაყოფილია. თავდასხმების შემდეგ ფრანსუა ოლანდი ფრანგ ხალხს ძალადობის წინააღმდეგ საყოველთაო ერთიანობისკენ მოუწოდებდა.

დღის ამბები